შპს "ლოტუსი" წარმოადგენს ტაქსოპარკს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ემსახურება 100-ობით ავტომობილს. წარმოვადგენთ სწრაფად მზარდ კომპანიას აღნიშნულ სფეროში.
ვაცხადებთ ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერატორ-დისპეტჩერის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00/ შაბათი 09:00-15:00 (დისტანციური მუშაობა არ განიხილება)
სამუშაო ადგილი: გლდანულა, თბილისი
განათლება/პროფესიული გამოცდილება:
* სასურველია და არა აუცილებელი უმაღლესი განათლება
* სასურველია ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
* კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
* ავტომობილების სერვისის დაგეგმვა და უზრუნველყოფა
* კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად წარმართვა
* მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა
* ფირმებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან კონტაქტი და სათანამშრომლო ურთიერთობის დამყარება
* საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის მოთხოვნა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
* გუნდური მუშაობის უნარი;
* პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
* კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
* ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
* შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
* ანაზღაურება - თავდაპირველი ხელფას 1300 ლარი (ხელფასის ზრდა ხდება 3 თვის შემდეგ.)
* კომფორტული და სასიამოვნო გარემო
* პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: [email protected] |