საწყობის თანამშრომელი

GASTRONOME GROUP-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

Kitchen and Living by Gastronome-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ვებგვერდზე: https://kitchenandliving.ge/
Facebook: https://www.facebook.com/kitchenliving.gastronome
Instagram: https://www.instagram.com/kitchenliving.gastronome

მოვალეობები:

* პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის უზრუნველყოფა
* ერთგვაროვანი პროდუქტის ერთად დასაწყობება
* დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობება და პროდუქციის მომწოდებლებისთვის გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა
* პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება
* შიდაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების დაცვა

მოთხოვნები:

* სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
* ორგანიზებულობა
* დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
* დროის მართვის უნარი

საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე

სამუშაო საათები: 08:00-16:00
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით
სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს ჰოუმ ეფლაიენსის) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის თანამშრომელი
C.M.L
1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
კონტაქტჰოუმი
900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
ივენთივ
1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
Inex Group
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
მზიური
800₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
კომპანია
800₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


Kitchen and Living by Gastronome

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო