ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით თბილისში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ეკონომიური ავტომობილი.
სამუშაო პირობები:
* ანაზღაურება: დღეში ფიქსირებული 30 ლარი + ყოველ მისამართზე დამატებით 2 ლარი
* გრაფიკი: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი - პარასკევი
ძირითადი მოვალეობები: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
* საკუთარი ეკონომიური ავტომობილი;
* სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
* მართვის მოწმობა B კატეგორია;
* საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
* ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
* აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
* გამართული სამუშაო პროცესი;
* მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* სიახლის ათვისების უნარი;
* სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
* მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
* გუნდურად მუშაობის უნარი;
* სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected].
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კურიერი საკუთარი ავტომობილით თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება ან შეგიძლიათ თავად დაგვიკავშირდეთ 577 23 80 03, მხოლოდ სამუშაო საათებში! |