შესყიდვების სპეციალისტი

ბათუმში ავეჯის მწარმოებელ კომპანიას "Mobilia Batumi" ესაჭიროება თანამშრომელი შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
* ბაზრის შესწავლა, კონკრეტული მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასის და მოლაპარაკებების წარმოება;
* მომწოდებლებთან ვერბალური და წერილობითი ყოველდღიური კომუნიკაცია;
* მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა
ლოჯისტიკა, სატრანსპორტო კომპანიებთან ერთად, ოპტიმალური გადაზიდვების დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი.
* შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისათვის;
* შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა;
* საგარანტიო შემთხვევების მწარმოებლის მიერ ანაზღაურების და სტატუსის მონიტორინგი;
* იმპორტისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ორგანიზება;
* განბაჟებისა და ტექნიკის მომსახურების სააგენტოში გაფორმება;
* სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება

პირობები:

* ანაზღაურება 2000 ლარი (საწყისი)
* სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
* გრაფიკი: სრული - 10:00-18:00
* ადგილმდებარეობა: ბათუმი, ჭოროხის დასახლება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* გამართული მეტყველების უნარი;
* ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე (სავალდებულოა);
* მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
* მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატენდერო პროექტებზე მუშაობის მიმართულებით;
* კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

* მოტივირებული;
* პოზიტიური;
* კომუნიკაბელური;
* დისციპლინირებული/პუნქტუალური;
* პასუხისმგებლიანი;
* მოლაპარაკების წარმოების უნარი;
* დარწმუნებულის უნარი;
* დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] და Subject ში მიუთითოთ დასახელება "შესყიდვების სპეციალისტი"

ან დაგვიკავშირდით ტელ: 558441103

წარმატებებს გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


მობილია ბათუმი

ანაზღაურება


2,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო