სს "რუსთავოილი" ეძებს შესყიდვების სპეციალისტს რომელიც იქნება პასუხისმგებელი ჩვენი წარმოების პროცესებისთვის მნიშვნელოვანი პოზიციებისა და მომსახურების შესყიდვის პროცესზე.
ვაკანტური პოზიციის დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: რუსთავი, საქართველო
უშუალო ხელმძღვანელი: შესყიდვების მენეჯერი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სახელფასო განაკვეთი: 2000 - 2500 GEL
სამუშაო აღწერილობა:
* წარმოების პროცესებისთვის მნიშვნელოვანი პოზიციის და მომსახურების შესყიდვის ინიცირება და შესყიდვის პროცესის ზედამხედველობა;
* შესყიდვის სრული ციკლის მართვა, შესყიდვის მოთხოვნის დამუშავებიდან მოწოდების დადასტურებამდე და პროდუქტის შესაბამისობა/შეუსაბამობის დადგენამდე;
* საქონლის ან/და მომსახურების დროული შესყიდვის უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი შეფერხება საწარმოო ოპერაციებში;
* მომწოდებლების შეფასება ხარისხის, საიმედოობისა და ფასის კონკურენტუნარიანობის საფუძველზე. შესაბამისი კომუნიკაცია მიმდინარე და მომავალი ბიზნეს საჭიროებების მხარდასაჭერად;
* შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
* მომწოდებლებთან ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
* საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის პროცესის ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
* საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
* შესყიდვების ყოველწლიური და ყოველთვიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
* დაგეგმილი შესყიდვების ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი;
* მომწოდებელთა ბაზის წარმოება, განახლება და განვითარება;
* უშუალო ხელმძღვანელის ინსტრუქციებისა და კომპანიაში დადგენილი პროცედურების შესაბამისად მოქმედება;
* ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტი;
* პროექტის ფარგლებში შესყიდული მასალების/ინვენტარის მარაგების მართვა და კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება რელევანტური მიმართულებით
* შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
* პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
* ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ https://www.rustavoil.com/ |