საწყობის თანამშრომელი

კომპანია "ივენთივი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია ივენთივი, (eventive.ge) არის ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები. კომპანია გთავაზობთ, როგორც ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. ასევე თითოეული ღონისძიებისათვის აუცილებელი ინვენტარითა და ტექნიკური აღჭურვილებით უზრუნველყოფას.

პირობები:

* ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
* სამუშაო გრაფიკი: სრული;
* სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანდრია ბენაშვილი ქუჩა N 26 ა.

ძირითადი მოვალეობები:

* საწყობში არსებული ინვენტარის მოწესრიგება/მონიტორინგი;
* საწყობში არსებული ინვენტარის დაცულ მდგომარეობაში შენახვა;
* ღონისძიებისთვის გასატანი ინვენტარის გაცემის უზრუნველყოფა;
* საწყობში შემოსული ინვენტარის დათვლა, შემოწმება გასუფთავება.

მოთხოვნები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
* ენერგიული, ორგანიზებული, დაუზარელი, კეთილსინდისიერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. შემდეგი ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანია ივენთივმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის თანამშრომელი
C.M.L
1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
კონტაქტჰოუმი
900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
Kitchen and Living by Gastronome
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
Inex Group
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
მზიური
800₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
კომპანია
800₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ივენთივ

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო