მომარაგების სპეციალისტი

კომპანია "გსმ სერვისი" 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურება როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მომარაგების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

* სერვისის დროული მომარაგება ავტოსათადარიგო ნაწილებით;
* შესყიდვის პროცედურის დაცვა, შესყიდვის დოკუმენტური კონტროლი, ჩეკის, ზედნადების, ანგარიშფაქტურის თუ სხვა დროული და ზუსტი მიღების უზრუნველყოფა;
* კომპანიაში არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების, ინსტრუქციების და წესების განუხრელად დაცვა;
* უშუალო ხელმძღვანელის და კომპანიის მენეჯმენტის მიერ მოცემული მომარაგებისას და შესყიდვების სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* საშუალო განათლება;
* კომპანიას შიდა ნორმატიული აქტების და ინსტრუქციების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
* ცვლილებთან შეგუების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: [email protected] და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


გსმ სერვისი

ანაზღაურება


1,300₾ -1,500₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო