საწყობის ოპერატორი

შპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის (მამაკაცი) თანამდებობაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
სამუშაო დრო: 09:30-18:30სთ ან 11:00-20:00სთ;
დასვენების დღეები: შაბათი, კვირა და ყველა უქმე დღე;
ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 109;
ანაზღაურება: ფიქსირებული 950-1000 ლარი;
ადგილების რაოდენობა: 2

ჩვენი შემოთავაზებაა:

* კომფორტული სამუშაო გარემო;
* კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.

ჩვენი ბენეფიტი: კომპანია უზრუნველყოფს კვებას.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* ამავე პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესად;
* სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული).

ძირითადი ფუნქცია0მოვალეობები:

* კომპანიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის ზედმიწევნით კარგად ცოდნა.;
* მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის გამოწერილი პროდუქციის საწყობიდან გაცემა;
* პროდუქციის საწყობიდან გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტზე მისი და მომხმარებლის ხელმოწერის უზრუნველყოფა;
* შეკვეთასა და საწყობში არსებული პროდუქციის მონაცემების თანხვედრის გადამოწმება.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

* თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
* დისციპლინირებული და პუნქტუალური;
* გუნდში მუშაობის უნარი;
* დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "საწყობის ოპერატორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის ოპერატორი
Getit.ge
11000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის ოპერატორი
ელემენტ კონსტრაქშენი
1500₾ თბილისი
დედლაინი: 3 კვირაში

საწყობის ტვირთის ოპერატორი
იზივეი
1000₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

დღის ცვლის საწყობის ტვირთის ოპერატორი
იზივეი
1000₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


მაქსიმა

ანაზღაურება


950₾ -1,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო