კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.
საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/
კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. # 24
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 1100 NET + ყოველთვიური პრემია
სამუშაოს მიზანი: ლოჯისტიკის ოპერატორის პოზიცია ითვალისწინებს მომხმარებლებისა და შესაბამისი მიმართულების ოსტატების დაკავშირებას, მათ სწორ კომუნიკაციას და შეკვეთების ციკლის სრულ ადმინისტრირებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
* უმაღლესი განათლება;
* სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის მიმართულებით;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
* ქოლ-ცენტრის ოპერატორის მიერ მიღებული შეკვეთების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი სწორი განაწილება, ოსტატის მისამართიდან, მიმდინარე ადგილმდებარეობიდან და პროფილიდან გამომდინარე
* ოსტატის კლიენტთან ვიზიტამდე გონივრულ ვადაში მათთან დაკავშირება და ინფორმაციის დაზუსტება სერვისის საჭიროებაზე; * ინფორმირება გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ოსტატის გამოძახებაზე დაგვიანების შესახებ;
* შეკვეთის მსვლელობისას, მასალაზე ტრანსპორტირების შემთხვევაში, კლიენტისთვის ტრანსპორტირების საფასურისა და მასალის ღირებულების მიწოდება და დასტურის შემდეგ ოსტატთან კომუნიკაცია შესასყიდ მასალაზე;
* ოსტატის მიერ დასრულებული შეკვეთის პროგრამული მონიტორინგი და შეკვეთის დასრულება;
* სისტემაში მუდმივად განრიგის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების ლოგიკური ცვლილება;
* სამუშაოს დასრულებამდე, არსებული და დაგეგმილი შეკვეთების ქოლ-ცენტრის ოპერატორებზე გადაბარება, მათთვის სრული ინფორმაციის მიწოდება;
ჩვენ გთავაზობთ:
* მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
* ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
* სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
* კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. "ლოჯისტიკის ოპერატორი".
"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ! |