ოპერატორი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "3G - Georgian Global Group" არის ალკოჰოლურ სასმელებისა და კვების პროდუქტების დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი ბარისახოს 11/ბ (ავჭალის ტერიტორია)
ანაზღაურება: ხელფასი 1 000 ლარიდან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და ასევე მანქანის მართვა ჩაითვლება პრიორიტეტად.

ფუნქცია მოვალეობა:

* სასაწყობე და საწარმოო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა/კონტროლი;
* საქონლის საწყობში მიღებისას, ინფორმაციის პროგრამაში ასახვა და ინფორმაციის საწყობის პერსონალთან გაცვლა;
* ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და მომზადება;
* ტვირთების მოძრაობის კონტროლი (პროგრამულად პროდუქციის მიღება-გაცემის დასტური);
* რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები) შედგენა;
* საწყობში შემოსული პროგრამული შეკვეთების საწყობისთვის დროულად მიწოდება;
* წუნდებული პროდუქციის მართვა (დოკუმენტაციის შედგენა);
* მოთხოვნის საფუძველზე, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, საჭირო ინფორმაციის გადაცემა სხვა სტრუქტურული ერთეულისთვის: მიმდინარე ნაშთები ინვენტარიზაციისთვის, საწყობში ტვირთების შემოსვლის მოსალოდნელი პერიოდები, რაოდენობები და ა.შ.;
* უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

* აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის ფლობა;
* სასურველია სადისტრიბუციო პროგრამა FMG-ში მუშაობის გამოცდილება;
* სასურველია მუშაობის გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში;
* სასურველია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* კომუნიკაბელურობა;
* პასუხისმგებლობის შეგრძნება;
* დაგეგმარების უნარი;
* პუნქტუალურობა;
* შრომისმოყვარეობა;
* განვითარებაზე ორიენტაცია;
* გუნდურობა;
* კრეატიულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: [email protected] და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ოპერატორი ან დაგვიკავშირდით ნომერზე ზურა - 595115527

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები 3 G-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოპერატორი
დემეს ჯორჯია
600₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ოპერატორი
ახალი ხედვა
1200₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ოპერატორი
კომპანია ორბიტა
1200₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ოპერატორი
კანტი
290021100₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ოპერატორი
სტანდარტი +
900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ოპერატორი
ჯიესენი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


3G Georgian Global Group

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო