საწყობის კოორდინატორი

კომპანია "ჭიტა" 26 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომსახურე პერსონალი კი კეთილგანწყობით

ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალისიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.

კომპანია "ჭიტა"იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს საწყობის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

* ადგილმდებარეობა: ქ.თბილისში; თბილისი მოლი; თ.მღვდლის 51;
* სამუშაო გრაფიკი: 09:00სთ-18:00სთ; შაბათი 09:00სთ 14:00სთ; დასვენების დღე: კვირა;
* ხელფასი: ფიქსირებული 1000 + (ბონუსი 250-500 ლარის ფარგლებში).

ძირითადი მოვალეობები:

* საწყობში შემოსული პროდუქციის (კონტეინერის) მიღება, პროდუქციის დახარისხება და დასაწყობება;
* ფილიალებიდან შემოსული შეკვეთების მომზადება და გაშვება;
* მაღაზიათა ქსელში პროდუქციის გადანაწილება/მიტანა/ჩამოცლა;
* მძღოლთან ერთად მუშაობა, მისი დავალებების შესრულება.

უნარები:

* გუნდური მუშაობის უნარი;
* ორგანიზებულობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* აქტიური რეჟიმში მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზავნონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: [email protected] 29 სექტემბრამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კომპანია "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მენეჯერი
ჯიბე cash & carry
1400₾-1800₾ თბილისი
დედლაინი: 35 წუთში

საწყობის მიმღები
ევროპროდუქტი
900₾ თბილისი
დედლაინი: 35 წუთში

საწყობის უფროსი
ალმა ვეკო ჯორჯია
2500₾ თბილისი
დედლაინი: 35 წუთში

კომპანია


ჭიტა

ანაზღაურება


1,000,250₾ -500₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო