გრაფიკული დიზაინერი

"აპარტ გრუპში" შემავალი დეველოპერული კომპანია "აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. #4

ძირითადი მოვალეობები:

* გუნდთან ერთად სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური მასალის მომზადება;
* პროექტების ვიზუალური მასალების შემუშავება (ბრენდირება)
* კომპანიის სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებებისთვის საბეჭდი მასალების დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
* საიდენტიფიკაციო მასალების (სავიზიტო ბარათები, შეფუთვები, ბლანკები, ფლაერები, კატალოგები, ბანერები და სხვ.) დიზაინის შემუშავება.
* ვადებსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებლობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* პროგრამებში: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, მუშაობის გამოცდილება
* სასურველია 3D პროგრამაში მუშაობა გამოცდილება ან შეეძლოს ჩანახატების გაკეთება
* გამოცდილება ბრენდინგის მიმართულებით
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
* საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

* კრეატიული აზროვნების უნარი
* დროის მართვის უნარი
* დეტალებზე ორიენტირებული

ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად, სავარაუდო რეინჯი 2500 ლარი (ხელზე)

ჩვენ გთავაზობთ:

* კარიერული განვითარების შესაძლებლობას
* კომფორტულ სამუშაო გარემოს
* ჯანმრთელობის დაზღვევას

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გრაფიკული დიზაინერი
Nova Tech Creative Solutions
1000₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

გრაფიკული დიზაინერი
პრომოუტერი
1300₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

გრაფიკული დიზაინერი
FutureFrank
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

გრაფიკული დიზაინერი
VitrA x Merlons
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

გრაფიკული დიზაინერი
DDBO
600₾ თბილისი
დედლაინი: 3 დღეში

დიზაინერი
ენმედიცი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


აპარტ დეველოპმენტი

ანაზღაურება


2,500₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო