მარკეტინგის მენეჯერი

კომპანია "ქართული ღვინის სახლი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 3500 - 4000 ლარი.
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული / ორშაბათი - პარასკევი, 9:30 სთ. - 18:30სთ.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N 58

სავალდებულო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება;
* სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე 5 -7 წელი;
* უცხო ენების - რუსული და ინგლისური - უმაღლეს დონეზე ცოდნა;
* საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);

ძირითადი მოვალეობები:

* ჰოლდინგის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განვითარება;
* მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
* ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად მომზადება, დაგეგმვა და შესაბამისი პროცესების მართვა;
* მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და რეპორტინგი;
* მომხმარებლების ქცევისა და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი;
* მარკეტინგული მასალების მომზადება და პროცესების მართვა;
* ბეჭდურ კომპანიებთან მუშაობა ბრენდირებული მასალების შესაქმნელად;- * დიზაინერებთან და სტამბებთან თანამშრომლობა: მათთვის ტექნიკური დავალებების მომზადება (კატალოგები, ეტიკეტები, სარეკლამო მასალები, სავაჭრო მარკები) და მათი შესრულების კონტროლი;
* საბეჭდად გამზადებული მასალების (ეტიკეტები, კონტრეტიკეტები, კატალოგები, მენიუები და ა.შ) სისწორის გადამოწმება და კონტროლი;
* ინტერნეტ მარკეტინგი: სოციალური მედია და ინტერნეტ განთავსება;
* ჰოლდინგის FB, Instagram გვერდების და ვებ გვერდის ადმინისტრირება ორ ენაზე;
* შიდა და საექსპორტო გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა, პარტნიორების მოზიდვის და გაყიდვების ზრდის მიზნით, სპეციალური შეთავაზებების მომზადება;
* ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობა;
* ყოველთვიური და წლიური ბიუჯეტების მომზადება და შესრულების კონტროლი
* მენეჯმენტისთვის რეპორტების მომზადება გარკვეული პერიოდულობით.
* ჰოლდინგის მფლობელობაში არსებული რესტორნის სრული მარკეტინგული მხარდაჭერა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected]

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მარკეტინგის მენეჯერი
AS Georgia
2500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მარკეტინგის მენეჯერი
თერმო ცენტრი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მარკეტინგის მენეჯერი
მირა
3500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მარკეტინგის მენეჯერი
ასორტი ვერე
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მარკეტინგის მენეჯერი
კომპანია
1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
BM Capital
2600₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ქართული ღვინის სახლი

ანაზღაურება


3,500₾ -4,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო