მარკეტინგის ხელმძღვანელი

აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქცია შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები.

ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/containergeo/

"კონტეინერი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* კომპანიის მარკეტინგული მიზნებისა და სტრატეგიის შემუშავება;
* მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება გუნდთან ერთად;
* მარკეტინგული კალენდრის დაგეგმვა: ყოველკვირეული, ყოველთვიური და სეზონური ღონისძიებებისა და აქციების ინიცირება, დაგეგმვა, ბიუჯეტირება;
* მარკეტინგული ხარჯების აღრიცხვა და ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
* მედია და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
* მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
* შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
* შესრულებული კამპანიების ანგარიშების მომზადება;
* ახალი პოტენციური მომხმარებლების მოძიების მარკეტინგული სტრატეგიების დასახვა;
* გაყიდვების ზრდისთვის ახალი პროდუქტებისა და აქციების დაგეგმვა, აღსრულება, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
* მარკეტინგული აქტივობების შედეგების რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
* დაქვემდებარებული გუნდის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და მარკეტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
* იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, რითეილის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;;
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
* ინგლისური ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

* კრეატიულობა;
* დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სამუშაო პირობები:

* სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ-გელოვანის 36
* გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 10:00-19:00
* ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე;

შერჩევის ეტაპები:

* განცხადების გადარჩევა;
* გასაუბრება;

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მარკეტინგის მენეჯერი
მირა
3500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მარკეტინგის სპეციალისტის ასისტენტი
Retailer
800₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მარკეტინგის მენეჯერი
ასორტი ვერე
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
მადარტი
1200₾-1400₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


კონტეინერი

დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო