მარკეტინგის მენეჯერი

ბაზარზე 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია - შპს "მირა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

* ბაზრის მონიტორინგის განხორციელება (განსავითარებელი პროდუქტის მახასიათებლების შესწავლა, მათ შორის კონკურენტების, ტრენდების, ახალი პროდუქტების, ხარისხის, ბაზარზე პროდუქციის ფასების შესწავლა, მომხმარებელთა სურვილების ანალიზი და ა.შ.);
* ორგანიზაციაში არსებული ბრენდების მარკეტინგულ დაგეგმარებაში და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება;
* სტრატეგიული მარკეტინგული დოკუმენტის შემუშავება/დანერგვა აღსრულება და მონიტორინგი;
* კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობა, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
* სოციალური კამპანიების ინიცირება კომპანიის საზოგადოებაში დადებითად წარმოჩენისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით;
* სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მარკეტინგული კომუნიკაციის არხების მართვა, მასალების მომზადება და მართვის მონიტორინგი;
* კომპანიის სოც. მედია არხების განვითარების გეგმის შემუშავება;
* მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისა და აქციების დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, შემდეგ ამ კამპანიის ტექნიკური განხორციელებაში მონაწილეობა, კოორდინირება და მონიტორინგი;
* სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობის შესწავლა, ანალიზის გაკეთება და ხელმძღვანელთან ინიცირება, შესაბამისი ჩანაწერებით;
* მარკეტინგულ მარაგებში მოსალოდნელი დეფიციტების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება და მარაგების შევსებაზე ზრუნვა, კომპანიაში არსებული წესების მიხედვით;
* მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შეკვეთა, ბიუჯეტის დათვლა, ფასთა კვლევა;
* ბეჭდური მასალების დიზაინის შემუშავება ან/და რედაქტირება შესაბამის სპეციალისტთან ერთად;
* ვებგვერდის მართვა და მონიტორინგი;
* კონკურენტების მარკეტინგული საქმიანობის მონიტორინგი.

პიროვნული უნარ ჩვევები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* სწრაფად აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
* ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
* ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* პუნქტუალურობა;
* შრომისმოყვარეობა;
* ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
* გუნდურად მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

* უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან/და მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
* ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
* საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook);

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ.#126.
ანაზღაურება: 3500 ლარი + საბონუსე სისტემა გაყიდვებიდან

დამატებით ჩვენ გთავაზობთ:

* ჯანმრთელობის დაზღვევას;
* პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
* სამუშაო დღის განმავლობაში კვებას;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.mira.ge

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მარკეტინგის მენეჯერი
AS Georgia
2500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მარკეტინგის მენეჯერი
თერმო ცენტრი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მარკეტინგის მენეჯერი
ასორტი ვერე
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მარკეტინგის მენეჯერი
კომპანია
1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

მარკეტინგის მენეჯერი
ქართული ღვინის სახლი
3500₾-4000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
BM Capital
2600₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


მირა

ანაზღაურება


3,500₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო