მარკეტინგის სპეციალისტის ასისტენტი

კომპანია "Retailer" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი იხილეთ აქ: www.retailer.ge

კომპანიის შესახებ:

2014 წლიდან პროფესიონალურად არის დაკავებული მაღაზიების დიზაინის შემუშავებით, პროექტირებით, მერჩენდაიზინგით, სავაჭრო აღჭურვილობის და POS მასალების გაყიდვით.
საქართველოში სავაჭრო აღჭურვილობისა და POS მასალების ყველაზე დიდი მაღაზია.
POS მასალების და ფასმაჩვენებლის დამჭერების სეგმენტში ლიდერი კომპანია.
იყიდება ყველა ტიპის სავაჭრო აღჭურვილობა მაღაზიებისთვის.
კომპანიის ვებგვერდები:
www.retailer.ge
www.4sales.ge
www.urikebi.ge

ვაკანსიის აღწერა:

ხელფასი: გამოსაცდელ პერიოდში თვეში 800 ლარი, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ თვეში 1000 ლარი
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე (ანაზღაურებადი)
დამატებით ირიცხება ყოველთვიური ბონუსი (დეტალურად განიხილება გასაუბრებაზე)

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
სამუშაო ადგილი: მაღაზია "Retailer", ბელიაშვილის ქუჩა # 43, ქ.თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

* კომპანიის საიტებზე ინფორმაციის განახლება (ტექსტური, ფოტო კონტენტი)
* სოციალური ქსელების მართვა და განვითარება (Facebook, Instagram, Linkedin, Youtube)
* ჩართულობა კომპანიის ვიდეო და ფოტო კონტენტის შექმნაში
* ჩართულობა სარეკლამო მასალების შექმნაში: კატალოგი, პრეზენტაცია, პორტფოლიო, ბანერი და სხვ.
* ონლაინ კონსულტაცია სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე
* ხელმძღვანელის მიერ დასახული ამოცანების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, კომუნიკაციების, სოციალური მეცნიერებების სფეროში
* სასურველია აღნიშნულ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
* ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული წერითი უნარი
* რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (მინ B1)
* პროგრამების ცოდნა: Photoshop, MS Office

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* დისციპლინირებული, პუნქტუალური
* შრომისმოყვარე, ორგანიზებული

დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე c[email protected]. subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Retailer

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო