სტაჟიორი მარკეტინგის მიმართულებით

"ბლუ უოთერსის" და "რუმბოქსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - სტაჟიორს მარკეტინგის მიმართულებით!

"Blue Waters" მუშაობს წყლის ფილტრაციის სისტემებისა და ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://bluewaters.ge

"ROOMBOX" აწარმოებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს ნომრებს და საოფისე ფართებს საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან.

კომპანიამ მიზნად დაისახა ქართულ რეალობაში კონტეინერის სახლების პოპულარობის ზრდა.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://roombox.ge

თუ შენ დგამ პირველ ნაბიჯებს კარიერაში და გეგმავ გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებას, ჩვენი გუნდი მზად არის ხელი შეგიწყოს განვითარებაში.

შენთვის მნიშვნელოვანი დეტალები:

* ანაზღაურება: 500-700 ლარი
* სამუშაო საათები: ორშ-პარ 10:00: 19:00, ერთ საათიანი შესვენებით (განვიხილავთ თქვენზე მორგებულ გრაფიკს);
* კორპორაციული ნომერი და უფასო სასაუბრო დრო;
* ჯანმრთელობის დაზღვევა;
* ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე;

რას გთავაზობთ ჩვენ:

* კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
* საინტერესო პროექტებზე მუშაობა;
* მეგობრული და ჯანსაღი სამუშაო გარემო;

გვსურს აქტიურად იყო ჩართული შემდეგ აქტივობებში:

* კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის და კონტენტ სტრატეგიის განხორციელებაში;
* კომპანიის მიზნების მისაღწევად საკომუნიკაციო ახალი გზების მოძიებაში;
* სოც. მედია არხებისთვის ქონთენთის შექმნასა და დიზაინერთან მუშაობაში;
* გარე/შიდა კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
* უშუალო ხელმძღვანელთან აქტიური კომუნიკაციაში და მარკეტინგული გზების განვითარების ერთობლივი გზით შემუშავებაში

ჩვენთვის სასიამოვნო იქნება თუ შენ:

* გაქვს განვითარების სურვილი;
* გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ;
* შეგიძლია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ადაპტირება;
* ფლობ კრეატიული აზროვნებისა და ჩარჩოებს მიღმა ფიქრის უნარს;
* შეგიძლია გუნდთან მუშაობა ისე, რომ არ დაკარგო ინდივიდუალიზმი;
* ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე;
* წერ გამართულად;

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/Marketingintern1/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Blue Waters

ანაზღაურება


500₾ -700₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო