შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ბაკალეას მიმართულებით:
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
* ბაზრის კვლევა და ანალიტიკა
* ბრენდის გაყიდვების ანალიტიკა (ABC ანალიზის გაკეთება, ბოსტონის მატრიცის გამოყენება)
* პლანოგრამის შექმნა და იმპლემენტირება, მაღაზიის კატეგორიების მიხედვით
* ფასწარმოქმნის შედგენა პროდუქტების მიხედვით
* მარჟინალობის კონტროლი როგორც ბრენდის, ასევე პროდუქტის ჭრილში
* ბრენდის მომგებიანობის კონტროლი
* მომწოდებლებთან ურთიერთობა
* პროდუქტის ვადების კონტროლი, საწყობის ხელმძღვანელის დახმარებით
* გაყიდვების გეგმის შედგენა და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან
* ბრენდის პრეზენტაციის შექმნა და მათი წარდგენა გაყიდვების გუნდსა და პარტნიორებთან
* პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ
მოთხოვნები:
* მცირე გამოცდილება იდენტურ ან მომიჯნავე სფეროში;
* ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (აღნიშნული საჭიროება გამომდინარეობს უცხოური პროდუქტების მომწოდებლებთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით)
ლოკაცია: გლდანი
გრაფიკი: 09:30 - 18:00
ანაზღაურება: პირველი 3 თვე 2500 ლარის ოდენობით, 3 თვის შემდეგ - 3000 ლარის ოდენობით. (2500 ფიქსირებული + 500 საბონუსე ფონდი); ასევე 3 თვის შემდეგ იწყება კვარტლური ბონუსის ათვლა.
ბენეფიტები:
* ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება
* ფიტპასი
* ულიმიტო სასაუბრო პაკეტი
* მანქანის საწვავის ლიმიტი
* ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე
* 3 ანაზღაურებადი Day Off
* მოსაწვევები კომპანიის მიერ დაორგანიზებულ ივენთებზე (Open Air, მუსიკალური საღამოები და სხვ)
* დაბადების დღის საჩუქარი
* კორპორატიული ღონისძიებები (საჩუქრებით და გათამაშებებით)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ CV მეილზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
გისურვებთ წარმატებებს! |