კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში.კომპანია 17 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი:ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა.სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00.
(დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)
ანაზღაურება: მიუთითეთ 2000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
* სოციალური მედია სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება
* ბრენდის ქვეშ შემავალი სოციალური მედია პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, TikTok, Linkedin) ყოველკვირეული რეპორტინგი
* სოციალური ქსელების კონტენტზე მუშაობა დიზაინერთან ერთად, ბრენდის გაიდლაინების დაცვით.
* სოციალური მედია კალენდრის გაწერა, თითოეული პლატფორმისთვის
* ახალ სამიზნე აუდიტორიაზე მუშაობა,
* სოციალური მედიის ბიუჯეტის სწორად მართვა და ეფექტური ედვერთაიზინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
* ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
* Facebook Ads, Business Manager-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
* Google Ads, Google Analytics-ის ცოდნა სასურველია;
* Photoshop - და სხვა საჭირო პროგრამების ცოდნა.
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. |