ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.

მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და Yandex Go-ს მძღოლების ჩარიცხვების ინოვაციური სისტემა PayPro.ge, აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ. 10:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება (გადასახადების ჩათვლით): 2600 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

* ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ბიუჯეტის შემუშავება კონკრეტული მიზნების მისაღწევად;
* აუდიტორიის შესწავლა, მონაცემების ანალიზი, მომხმარებლის ქცევითი პატერნის შესწავლა;
* სოციალური გვერდების წარმოება (Facebook, TikTok);
* თვის ჭრილის კონტენტ კალენდრის შემუშავება სოციალური არხების მიხედვით;
* თვის ჭრილში ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა;
* კომუნიკაციის დიზაინის შემუშავება ძირითად მიმართულებებზე;
* ციფრული PR აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში უშუალო ჩართულობა, მაგ.: ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, პიარ სტატია და ა.შ.
* ციფრული კამპანიების კონცეფციის, კამპანიის მესიჯის მოფიქრება, საჭიროებისამებრ კამპანიის მიხედვით აქტივობების დაგეგმვა;
* კონკურენტებზე დაკვირვება;
* სიახლეების, ტრენდების, ახალი მიდგომების, ტექნოლოგიების კვლევა, გაზიარება და იმპლემენტაცია;
* ყოველკვირეული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* განათლება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* ციფრულ ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება (Photoshop, Canva, Capcut)

უნარები და პიროვნული თვისებები:

* დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* პუნქტუალურობა;
* გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

შემოუერთდი BM Capital-ის გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონტენტ-მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მარკეტინგის მენეჯერი
მირა
3500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მარკეტინგის მენეჯერი
ასორტი ვერე
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ჯუნიორ მარკეტინგის მენეჯერი
Domino`s Pizza
1200₾ თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

კონტენტ-მენეჯერი
PayPro
1500₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

მარკეტინგის მენეჯერი
კომპანია
1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


BM Capital

ანაზღაურება


2,600₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო