ქოფირათერი/კონტენტ კრეატორი

"ბლუ უოთერსის" და "რუმბოქსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს- ქოფირათერი/კონტენტ კრეატორს!

Blue Waters მუშაობს წყლის ფილტრაციის სისტემებისა და ჩამდინარე/საკანალიზაციე წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: bluewaters.ge

ROOMBOX აწარმოებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს ნომრებს და საოფისე ფართებს საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან.კომპანიამ მიზნად დაისახა ქართულ რეალობაში კონტეინერის სახლების პოპულარობის ზრდა.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: roombox.ge

რას გთავაზობთ ჩვენ:

* ანაზღაურება: 1500-1800 ლარი;
* სამუშაო განაკვეთი: დისტანციური;
* ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე;
* კორპორაციული ნომერი და უფასო სასაუბრო დრო;
* ჯანმრთელობის დაზღვევა;
* საინტერესო პროექტებზე მუშაობა;
* მეგობრული და ჯანსაღი სამუშაო გარემო.

Რას ვითხოვთ შენგან?

* დიზაინერისთვის ბრიფის შედგენა დადგენილი KPI-ის მიხედვით;
* დიზაინერთან აქტიური კომუნიკაცია და ჩართულობა პოსტების შექმნის პროცესში;
* საკომუნიკაციო ტექსტების შედგენა და მათი განთავსება სოციალურ ქსელებში;
* კონტენტ-კალენდრის შედგენა და კალენდრის შესაბამისად პოსტების განთავსება სოციალურ ქსელებში;
* რილსების და ვიდეოებისთვის იდეების შემუშავება, ტექსტის შედგენა, დამუშავება და განთავსება;
* საჭიროების შემთხვევაში ბლოგებში ჩართულობა;
* კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

აუცილებელია:

* მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
* ქართული ენის გამართულად ცოდნა;
* ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/creator/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Blue Waters

ანაზღაურება


1,500₾ -1,800₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო