ბუღალტერი

"IBCCS GEORGIA" ეძებს გუნდის ახალ წევრს ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია "IBCCS Georgia" არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს ბიზნესს, იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას. IBCCS Georgia მომსახურებას უწევს როგორც უცხოურ, ასევე საქართველოში ოპერირებად კომპანიებს. IBCCS Georgia ოფისები აქვს ასევე კვიპროსში (ლიმასოლი), ესტონეთში (ტალინი), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და სომხეთში (ერევანი).

გამოსაცდელი ვადა: 6 (ექვსი) თვე.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
* საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
* 1-2 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში;
* საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; ბალანსი 1C -ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (არასავალდებულო)
* ინგლისური ენის ცოდნა კლიენტთან კომუნიკაციის დონეზე
* სასურველია ACCA F3 დონის სერტიფიკატი (არასავალდებულო)
* ექსელის საშუალო დონეზე ცოდნა

სამუშაოს აღწერა:

* პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება/დაარქივება და აღრიცხვა;
* ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
* სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, ნაშთების სისწორის კონტროლი;
* ხელფასების დარიცხვა, მივლინებების, შვებულებების აღრიცხვა და შესაბამისი გატარებების შესრულება;
* დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორება და შედარება;
* არარეზიდენტებისგან მიღებული, ასევე მათთვის გაწეული მომსახურების აღრიცხვა და შესაბამისი საბიუჯეტო ვალდებულებების განსაზღვრა;
* rs.ge პორტალზე მუშაობა;
* საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების წარდგენა;
* ანგარიშების, რეპორტების მომზადება;
* კომპანიის ბუღალტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

* ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
* დროის ეფექტურად მართვის უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* პირადი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* განვითარებაზე ორიენტირებულობა;
* პუნქტუალურობა;

ლოკაცია: თბილისი, ვაკის რაიონი, ატენის 16ა
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება NET 1700-2300 ლარის ოდენობით. დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევი დღის ჩათვლით.

თუ შენც გვეძებ გადმოაგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]. ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ - ბუღალტერი.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 5 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში და ვაღიარებთ პირთა თანასწორობის უფლებას.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტერი
ზებრა გრუპი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
თანასწორობის მოძრაობა
100207799₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
მომ გრუპი
1300₾-1800₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
კონტაქტჰოუმი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
ართვინ ჯორჯია
2500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
ნეოფარმი+
1000₾-1700₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


IBCCS Georgia

ანაზღაურება


1,700₾ -2,300₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო