უფროსი ბუღალტერი

"IBCCS GEORGIA" ეძებს გუნდის ახალ წევრს უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია "IBCCS Georgia" არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს ბიზნესს, იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას. IBCCS Georgia მომსახურებას უწევს როგორც უცხოურ, ასევე საქართველოში ოპერირებად კომპანიებს. IBCCS Georgia ოფისები აქვს ასევე კვიპროსში (ლიმასოლი), ესტონეთში (ტალინი), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და სომხეთში (ერევანი).

გამოსაცდელი ვადა: 6 (ექვსი) თვე.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
* საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
* მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში (უპირატესობა იქნება გუნდის მართვის გამოცდილება);
* საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; ბალანსი 1C-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (არასავალდებულო)
* ინგლისური ენის ცოდნა
* სასურველია ACCA F3 დონის სერტიფიკატი (არასავალდებულო)
* Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
* გამოცდილება რეპორტინგის მიმართულებით (მოგება-ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება)

სამუშაოს აღწერა:

* პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება/დაარქივება და აღრიცხვა;
* ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
* სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, ნაშთების სისწორის კონტროლი;
* ხელფასების დარიცხვა, მივლინებების, შვებულებების აღრიცხვა და შესაბამისი გატარებების შესრულება;
* დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორება და შედარება;
* არარეზიდენტებისგან მიღებული, ასევე მათთვის გაწეული მომსახურების აღრიცხვა და შესაბამისი საბიუჯეტო ვალდებულებების განსაზღვრა;
* rs.ge პორტალზე მუშაობა;
* საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების წარდგენა;
* ანგარიშების, რეპორტების მომზადება;
* კომპანიის ბუღალტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება.
* დაქვემდებარებული გუნდის სუპერვაიზინგი.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

* ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
* დროის ეფექტურად მართვის უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* პირადი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* განვითარებაზე ორიენტირებულობა;
* პუნქტუალურობა;

ლოკაცია: თბილისი, ვაკის რაიონი, ატენის 16ა
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება NET 2500-3000 ლარის ოდენობით. დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევი დღის ჩათვლით.

თუ შენც გვეძებ გადმოაგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]. ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ - უფროსი ბუღალტერი.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 5 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში და ვაღიარებთ პირთა თანასწორობის უფლებას.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უფროსი ბუღალტერი
Business Hub
2000₾-3000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ასისტენტ აუდიტორი
STREAM
500₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
კლინტექი
2500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

უფროსი აუდიტორი
STREAM
2500₾-3500₾ თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


IBCCS Georgia

ანაზღაურება


2,500₾ -3,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო