მთავარი ბუღალტერი

ა (ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციას, რომლის მართვაშია "სოფლის ექიმის" სახელმწიფო პროგრამა.

ა (ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას "სოფლის ექიმის" სახელმწიფო პროგრამაში, მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე;
ანაზღაურება: 3438 ლარი (დარიცხული)
რაოდენობა: 1 ვაკანსია
უპირატესობად ჩაითვლება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* "სოფლის ექიმის" პროგრამის ფარგლებში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს.
* ბუღალტრული აღრიცხვისა და შესაბამისი ხარჯების გაანგარიშების წარმოება;
* კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების, საბუთების დროული გაფორმებისა და საფინანსო ოპერაციების დადგენილი ფორმით განხორციელების უზრუნველყოფა;
* "სოფლის ექიმი"-ს პროგრამის თანამშრომელთა ხელფასისა და მათი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა თანხების ანაზღაურების უზრუნველყოფა;
* წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება;
* ხაზინაში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება და სტრუქტურული ერთეულის უფროსთან წარდგენა;
* შემოსავლების სამსახურთან ანგარიშსწორების წარმოება და დეკლარაციების წარდგენა;
* ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
* კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
* შეძენილი ძირითადი და მცირე ფასიანი საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა;
* საშემოსავლო გადასახადისგან კანონით დადგენილი შეღავათის მიცემის ან/და გათავისუფლების მიზნით, მოსარგებლეთა აღრიცხვა;
* შესაბამის პროგრამაში ეკონომიკურ მოვლენათა ასახვა;
* ხელმძღვანელი პირების წერილობითი ან/და ზეპირსიტყვიერი ცალკეული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

* უმაღლესი ეკონომიური განათლება ან საბუღალტრო საქმის მიმართულებით;
* საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
* ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
* MS Office-ის კარგი ცოდნა. (Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე);
* პროგრამების ORIS და ORIS Manager-ში ცოდნა მაღალ დონეზე;
* Rs.ge და eTreasury ცოდნა მაღალ დონეზე;

პიროვნული თვისებები:

* დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* გუნდურად/დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
* ინფორმაციის შეგროვების უნარი;
* დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
* დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ა (ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მთავარი ბუღალტერი
ალგი აუდიტი
3000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მთავარი ბუღალტერი
გოა კრედიტი
თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

მთავარი ბუღალტერი
Nexia Georgia
3500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მთავარი ბუღალტერი
ზებრა გრუპი
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

ბუღალტერი
ოქსონ სოლუშენსი
1500₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

უმცროსი ბუღალტერი
კრაფტ ფუდი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი

ანაზღაურება


3,438₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო