ვაცხადებთ ვაკანსიას ასისტენტ აუდიტორის პოზიციაზე აუდიტორული კომპანიისთვის "ბაკაშვილი და კომპანია" (http://www.bakashviliandco.com).
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ სურვილი და მოტივაცია მიიღონ უფრო მეტი გამოცდილებადა წვლილი შეიტანონ კომპანიის განვითარებაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 47
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: 500-1200 ლარი (NET)
ძირითადი მოვალეობები:
* აუდიტის ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
* აუდიტის პროექტის ფარგლებში დოკუმენტირება და ანალიზი;
* გარკვეული სტანდარტული აუდიტორული პროცედურების დამოუკიდებლად განხორციელება;
* უფროსი აუდიტორის მიერ განსაზღვრული, პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება (ფინანსების, ეკონომიკის, აუდიტის მიმართულებით);
* ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა;
* ფინანსური ბუღალტერიის საკითხების ცოდნა;
* სასურველია მინ. 2-3-წლიანი გამოცდილება ბუღალტერიის განხრით;
* ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
* კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Word, MS Excel - Vlookup; Sumif; If, Conditional Formatting, Charts);
* სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (Intermediate).
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე [email protected] არაუგვიანეს 5 სექტემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |