ხარისხის მართვის მენეჯერი

შპს "პრობლემური აქტივების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

* ანგარიშგების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან კომპანიის შესაბამისი სტანდარტების და პროცედურების მიხედვით; დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა;
* საკრედიტო აქტივების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზარების მოსმენის შედეგად რეპორტინგის მომზადება; მომხმარებლებთან სატელეფონო რეჟიმში ურთიერთობა;
* ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.
* საკრედიტო აქტივების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზარების მოსმენა, კონტროლი;
* ხარისხის მონიტორინგი;
* ხარისხის მართვის სტანდარტების შემუშავება და პროცედურები,
* დისციპლინის შენარჩუნება და თანამშრომელთა სამსახურში დასწრების კონტროლი;
* ორგანიზება გაუწიოს მომხმარებლის კმაყოფილების კვლევებს, მოახდინოს მათი იმპლემენტაცია და ანალიზი;
* კონტროლი გაუწიოს პროდუქტების ვორდინგების და პრეზენტაციების ხარისხს;

მოთხოვნები:

* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* გამართული მეტყველების უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* პუნქტუალურობა;
* მიზანდასახულობა;
* კომუნიკაბელურობა;
* პირველობისკენ სწრაფვა;
* დარწმუნების უნარი;
* სხარტი აზროვნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება, (სასურველია - იურიდიული, საბანკო ან საფინანსო განხრით)
* სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.
* უპირატესობა მიენიჭება კადრებს რომელსაც აქვთ გამოცდილება მსგავს სფეროში.
* საოფისე და საპრეზენტაციო კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი - პარასკევი 10:00-საათიდან 18:00-საათამდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული - 1000 ლარი; + ბონუსი;

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ, როგორც ფიქსირებულ, ასევე მაღალი ბონუსური სისტემით ანაზღაურებას, ულიმიტოდ ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერს;ანაზღაურებასთან ერთად სახელფასო დანამატებს სხვადასხვა კატეგორიებში, წამახალისებელ პროგრამებს, სისტემატიურ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას, კომფორტულ, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] და საბჯექტის (სათაურის) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პორტფელის მართვის მენეჯერი
ბესთსერვისი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ფილიალის მენეჯერი
დეგუსტო
1300₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ფილიალის მენეჯერი - მოდული
დეგუსტო
1600₾ თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

მარკეტინგის მენეჯერი
მირა
3500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
ბიესი
1700₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


პრობლემური აქტივების სააგენტო

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო