დამხმარე ბუღალტერი

კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების, საშხაპე კაბინების და ალუმინის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

* პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი, (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შესაბამისი ოპერაციები).
* დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე;
* ყოველდღიური გაყიდვების და გადახდების შემოწმება (სალარო, ტერმინალი)
* გაცემული ზედნადებების ანალიზი, გაცემულ ზედნადებში მყიდველი/გამყიდველის ხარჯის სისწორის კონტროლი და ხარვეზის გამოსწორება.
* ანგარიშ ფაქტურების გაგზავნა, კორექტირება.
* ბანკის ამონაწერის გატარება.
* ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან და ასახვა პროგრამაში.
* ექსელში სასაქონლო მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება.
* პროგრამაში ხარჯის საბუთების შექმნა.
* მთავარი ბუღალტრის და დირექტორის მიერ მიცემული სხვა ბუღალტრული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
* სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
* საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა);
* საბუღალტრო პროგრამა ბალანსში ან 1C-ში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
* ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
* სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* დროის ეფექტურად მართვის უნარი;
* სწრაფად ათვისების უნარი.

ანაზღაურება: NET 1400-1600 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად.ხელფასის ზრდის პერსპექტივით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 09:00-დან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით 3X4 შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება-"დამხმარე ბუღალტერი".

შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დამხმარე ბუღალტერი
კომპანია
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი, ბუღალტრის დამხმარე
საბუდარა
1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტრის დამხმარე
მისტერ მასტერი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორი
GFC Consulting
800₾-1000₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

ბუღალტრის დამხმარე/ოპერატორი
MBG.LTD
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტრის დამხმარე
სოლემარტი
1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


სხივი+

ანაზღაურება


1,400₾ -1,600₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო