მოლარე-კონსულტანტი, პროგრამული კონსულტანტი

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "iTechnics"-ში ველოდებით ძალიან ენერგიულ, განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ კანდიდატებს მოლარე-კონსულტანტის და პროგრამული კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

"აიტექნიკსში" გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.

ჩვენ გპირდებით:

* გუნდს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გამჭვირვალე და ღია კომუნიკაცია, და რაც მთავარია მეგობრული თანამშრომლები
* გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
* ფასდაკლებებს
* პროფესიულ ტრენინგებსა და გასვლით თიმბილდინგებს
* პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს
* ჯანმრთელობის დაზღვევას
* Fitpass
* შიდა გათამაშებებს

სამუშაო პირობები:

* სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
* განაკვეთი: სრული განაკვეთი, ცვლები (10:00-19:00 და 13:00-22:00)
* დასვენება: კვირაში 2 დღე
* ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, (ჯამში საშუალოდ 900 ლარიდან +)

ძირითადი მოვალეობები:

* მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
* მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
* Apple-ის პროდუქციაზე პროგრამული მომსახურების გაწევა;
* მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება;
* გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

* ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
* ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
* სასურველია (არა აუცილებელი) გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში;
* დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
* ახალი ტექნოლოგიების ან პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად ათვისების უნარი;
* სისხარტე და ოპერატიულობა;
* ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი;

თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: [email protected] და subject ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"iTechnics" გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-კონსულტანტი
კომპანია
1000₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

მოლარე-კონსულტანტი, მენეჯერი
კომპანია
850₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

მოლარე-კონსულტანტი
მაღაზია ამბიენტე
700₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მოლარე-კონსულტანტი
Carrefour Georgia
800₾-1050₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მოლარე-კონსულტანტი
მისთორი
600900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


iTechnics

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო