შპს FMG (Food Management Group) აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.
FMG (Food Management Group) 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.
პოზიციის დეტალები:
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00.
ანაზღაურება: 1000-1200 - ნეტი,
მდებარეობა: თბილისი, თორნიკე ერისთავის 5
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ბუღალტრული აღრიცხვა:
* ყოველდღიური ტრანზაქციების, მიღებული და გადახდილი თანხების, შემოსავლების და ხარჯების სწორად და დროულად აღრიცხვა "Balance"-ში.
* კლიენტებისთვის ინვოისების/მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, მათში საჭირო მონაცემების მოძიება და შეტანა.
* დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა და ყოველდღიური რეპორტინგი.
* ბანკებში გადარიცხვების მომზადება.
* სხვადასხვა მიმართულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და შიდა გამოყენებისთვის შესაბამის დოკუმენტებად გარდაქმნა.
* საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების გახარჯვის და ნაშთების კონტროლი.
* შიდა საბუღალტრო პირველადი დოკუმენტების შექმნა/მიღება და საჭიროებისამებრ დაარქივება.
ფინანსური აღრიცხვა:
* ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება ყოველდღიურ, თვიურ, კვარტალურ და წლიურ ჭრილში.
* ფულადი სახსრების მოძრაობის რეალური მაჩვენებლებით პროგნოზირებულის კორექტირება.
* ფულადი სახსრების მოძრაობის ყოველდღიური რეპორტინგი.
* ფინანსური ანგარიშგებებისთვის ხარჯების ზუსტი კლასიფიკაცია.
* ფინანსური და ბუღალტრული ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერა სხვა დეპარტამენტების მენეჯერებისთვის და თანამშრომლებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
* სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
* საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა).
* უპირატესობად ჩაითვლება საბუღალტრო პროგრამა Balance-ში ან 1C-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
* ანალიტიკური აზროვნების უნარი.
* პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
* დეტალებზე ორიენტირებულობა.
* გუნდური მუშაობის უნარი.
* დროის ეფექტურად მართვის უნარი.
* სწრაფად ათვისების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
* სტაბილურ ანაზღაურებას
* პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას
* სამედიცინო დაზღვევას
* კვების უზრუნველყოფას
* ფიტპასი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:
FMG - Facebook გვერდი
FMG - Instagram გვერდი |