აღრიცხვის სპეციალისტი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონის ზემო სამგორის სერვის ცენტრში აღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებების ტექნიკური დოკუმენტაციის, პერიოდული შესრულების და ფიზიკური მაჩვენებლების (ინდიკატორები), კალენდარული გეგმა-გრაფიკების შემუშავება;
* საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებებისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება/მომზადებაში მონაწილეობა;
* საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მატერიალური რესურსების მოთხოვნაზე დოკუმენტაციის შემუშავება;
* საექსპლუატაციო და კაპიტალური შესრულებული სამუშაოებიდან დარჩენილი მატერიალური ფასეულობების პერიოდული აღრიცხვა-ანგარიშგება;
* მანქანა-მექანიზმების ყოველდღიური დისლოკაციის საინფორმაციო ბაზის წარმოება;
* ტუმბო აგრეგატებით/სპეც. ტექნიკით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება;
* სპეც.ტექნიკითა და მობილური გადასატანი ტუმბო აგრეგატებით მომსახურება რეგიონულ სამსახურთან შეთანხმებით, შესაბამისი აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება;
* სამშენებლო-საშემსრულებლო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook, - მომხმარებლის დონე).

სამუშაო პირობები:

* სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, მეგობრობის ქ. №2 (ვარკეთილის მეურნეობის დასახლება);
* სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
* გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებდი);
* ხელფასი: 1, 460 ლარი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს - 30.09.2024. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "აღრიცხვის სპეციალისტი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


საქართველოს მელიორაცია

ანაზღაურება


1,460₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო