მოლარე-კონსულტანტი

აღწერა

OllivanderGroup აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

 

თუ შენ

  • გიყვარს ფილმები და ანიმაციები და მათი ყურება შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
  • ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
  • შეგიძლია შენი საყვარელი ფილმების და ანიმაციების პერსონაჟების შესახებ გაუჩერებლად ისაუბრო;
  • სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას;


მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
  • პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის სტანდარტების და კომპანიის შიდა განაწესის ზედმიწევნით კარგად ცოდნა და დაცვა;
  • პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
  • სალარო ოპერაციების გატარება;
  • ფილიალში სისუფთავის დაცვა;


ძირითადი მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველების უნარი როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლიანობა
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ფილმებისა და ანიმაციების ცოდნა


ანაზღაურება:

კონსულტანტის პოზიციაზე განსაზღვრული ანაზღაურება შედგება 2 კომპონენტისგან:

  • ფიქსირებული ანაზღაურება - რომელიც შეადგენს საათში 3 ლარს და მზარდია თანამშრომლის სტაჟის მატებას ერთად;
  • პროცენტული ბონუსი - რომელიც ენიშნება დასაქმებულს შიდა ტესტირების წარმატებით გავლის შემდგომ.


სამუშაო დღე შედგება 12 ან 6 საათიანი ცვლებისაგან. ნორმირებული სამუშაო გრაფიკი კვირაში შეადგენს 40 სამუშაო საათებს. 40 საათზე მეტი ნამუშევარი საათები ნაზღაურდება ზეგანაკვეთური ტარიფით, რომელიც შეადგენს ნორმირებული ტარიფის 125%-.

 

 

სხვა ბენეფიტები:

  • 30%-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში.
  • ფიტპასი.


თბილისის მისამართები:

  • კავეა სითი მოლი
  • კავეა გალერეა
  • ისთ-ფოინთი

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადახვიდეთ ლინკზე და აირჩიოთ სასურველი ვაკანსია https://career.ollivandergroup.com სხვა შემთხვევაში გამოაგზავნეთ  თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: hr@ollivandergroup.com .

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-კონსულტანტი
კომპანია
თბილისი 60₾ დედლაინი: 1 კვირის წინ

მოლარე-კონსულტანტი
ჯეო დისტრიბუშენ გრუპი
ქუთაისი 480₾ დედლაინი: 4 დღის წინ

მოლარე-კონსულტანტი
ზოომარტი
თბილისი 800₾ დედლაინი: 4 დღის წინ

მოლარე-კონსულტანტი
გუდვილი
თბილისი 750₾ დედლაინი: 3 დღის წინ

მოლარე-კონსულტანტი
ზოომარტი
თბილისი 800₾ დედლაინი: 3 დღის წინ

კომპანია


OllivanderGroup
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო