მთავარი ბუღალტერი

"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. "Nexia Georgia" აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიური გუნდი ყოველივე ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრჰაგენტი კომპანიისათვის.

სამუშაო პირობები:

* სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, Nexia Georgia-ს კონტრაგენტი კომპანიის ოფისი;
* სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი (09:00-18:00 ან 10:00-19:00), ორშაბათი-პარასკევი.
* ანაზღაურება - 3500 ლარი (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
* მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

* ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
* კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
* ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
* კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
* ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
* ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
* წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
* საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მთავარი ბუღალტერი
ალგი აუდიტი
3000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მთავარი ბუღალტერი
გოა კრედიტი
თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

მთავარი ბუღალტერი
ზებრა გრუპი
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

ბუღალტერი
ოქსონ სოლუშენსი
1500₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

უმცროსი ბუღალტერი
კრაფტ ფუდი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


Nexia Georgia

ანაზღაურება


3,500₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო