"Hertz Georgia" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.
სრული განაკვეთი
ორშ-პარ: 9:30-18:00 შაბ: 10:00-15:00
მდებარეობა - თბილისი
ხელფასი - 1500
ფუნქცია-მოვალეობები:
* ფინანსური ინფორმაციის შეგროვება/გადამუშავება;
* ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
* მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
* კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება;
* ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების/ბიუჯეტის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში);
* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
* საოფისე პროგრამების განსაკუთრებით ექსელის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] |