დღე-ღამის ცვლის მოლარე/ექსპერტ-შემფასებელი

"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის ცვლის მოლარე/ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი,
სამუშაო საათები: თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს, დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 4 საათი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1070 ლარი (ხელზე ასაღები).

ბენეფიტები:

* ბონუსი 200-დან 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება: მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით; ასევე ბონუსი გაიცემა კომპანიაში ნამუშევარი სტაჟის მიხედვით;
* სამედიცინო დაზღვევა;
* დაბადების დღის დანამატი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
* ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ბრილიანტის ცოდნა);
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
* რუსული ან ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

* ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
* ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
* ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება;
* ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
* მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა.
* კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
* კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება

პიროვნული უნარები:

* სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
* დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
* პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: http://www.girocredit.ge/

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-კონსულტანტი
ლუკოილ ჯორჯია
880₾-940₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მზა პროდუქციის საწყობის მუშა
კორიდა
117140₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


გირო კრედიტი

ანაზღაურება


1,070₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო