უფროსი ბუღალტერი

"Business Hub" - ეძებს უფროს ბუღალტერს სამშენებლო დეველოპერული კომპანიისთვის

კომპანია "Business Hub" არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საგადასახადო, ბუღალტრული და ფინანსური მომსახურებების სფეროში. ასევე, უზრუნველყოფს იურიდიული და ბიზნესთან დაკავშირებული მომსახურებების სრულ სპექტრს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის სფეროში
* მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე
* საბუღალტრო პროგრამების ცოდნა
* ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
* IFRS სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

* ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
* საბუღალტრო დოკუმენტაციის ეფექტური მართვა, მათ შორის დამუშავება, დაარქივება და სისტემური აღრიცხვა
* ფინანსური ტრანზაქციების და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში
* მოთხოვნებისა და ვალდებულებების მართვა, მათ შორის ანგარიშსწორების პროცესების კოორდინაცია და შედარება
* Rs.ge პორტალზე მუშაობა
* კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო და საპენსიო ანგარიშგებების დროული მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა
* სხვადასხვა ტიპის ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება

პიროვნული თვისებები:

* ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
* ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
* MS Excel-ის სიღრმისეული ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

* ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
* სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევი დღის ჩათვლით
* პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
* პოზიციისთვის საჭირო სასწავლო კურსების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]; სათაურის ველში მიუთითეთ: უფროსი ბუღალტერი

Business Hub - თქვენი წარმატების საწინდარი!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უფროსი ბუღალტერი
IBCCS Georgia
2500₾-3000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ასისტენტ აუდიტორი
STREAM
500₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
კლინტექი
2500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

უფროსი აუდიტორი
STREAM
2500₾-3500₾ თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


Business Hub

ანაზღაურება


2,000₾ -3,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო