შპს "რედ განეშ" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ოპერატორის პოზიციაზე
კომპანია "რედ განეში" მზამზარეულის შვილობილი კომპანიაა, რომელიც, 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. მზამზარეული თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.
სამუშაო პირობები:
* სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დრო (შაბათი-კვირა დასვენება)
* ადგილმდებარეობა: ზაჰესი, ავჭალის ქუჩა 43.
* ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
* კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი მოვალეობები:
* შეკვეთების მიღება და შეკვეთების ფურცლების დროული წარმოება;
* შეკვეთების პროგრამული გატარება;
* კორექტირებების პროგრამულად დროული გატარება;
* ზედნადებების სწორად გამზადება და კორექტირებების დროული დაფიქსირება;
* დამუშავებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება;
* შექმნილი/მიღებული დოკუმენტაციის შენახვა;
* Rs.ge პორტალზე შეკვეთების ატვირთვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება.
* Excel (საბაზისო დონე)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ან დაგვიკავშირდით: 555 116 118
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას! |