სადისტრიბუციო კომპანია "TRADE PARTNER" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას 1C ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წერეთლის N116.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვიდან 6 თვემდე.
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 500 ლარი.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ აუცილებლად დასაქმდებით.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი: 09:30 სთ-დან 18:30 სთ. დასვენება: შაბათ-კვირა, შესვენება დღეში 1 საათი.
სტაჟირების პერიოდში შეისწავლით:
* შეკვეთების რეალიზაციაში გადატანას;
* შეკვეთის გაფორმებას;
* შეკვეთების უკან დაბრუნებას;
* შემოსავლების გვერდზე (RS.GE-ზე) ფაქტურების და ზედნადებების ატვირთვას/კორექტირებას;
* ბაზების მუდმივ განახლებასა და კონტროლს;
* Microsoft Office-ში მუშაობას;
* 1C პროგრამას და პროგრამაში მუშაობას.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს! |