ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში

"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

"Cenomi Retail" 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

კომპანია "Cenomi Retail Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70, სითი თაუერი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:

დაეხმაროს ბუღალტერს ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვაში, კერძოდ:

* ბანკის ამონაწერის დამუშავება და პროგრამაში გატარება;
* ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
* შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული დადასტურება rs.ge-ზე;
* ხარჯებთან დაკავშირებული სისტემური დოკუმენტების (PO) შექმნა;
* სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში აღრიცხვა, ბუღალტრის მითითების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
* სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
* სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

* ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
* ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
* პასუხისმგებლობის მაღალი დონე
* დროის მართვის უნარი
* გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Cenomi Retail Georgia

ანაზღაურება


700₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო