ფინანსური განყოფილების უფროსი

ვაკანტური პოზიციის დასახელება: ფინანსური განყოფილების უფროსი

კომპანიის შესახებ: "Index | Wealth Management" არის 15 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე განსხვავებული ხედვითა და სტრატეგიით გამოირჩევა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქუჩა 28
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება: საბაზრო პირობების და გამოცდილების შესაბამისად, მინ: 7000 (Netto) ლარი თვეში
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დეპარტამენტი: ფინანსები

ძირითადი მოვალეობები:

* კომპანიის ფინანსური სტრატეგიის განსაზღვრაში აქტიური მონაწილეობა;
* ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური მიმართულების გამართული და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ფინანსური რესურსების ოპტიმალური გამოყენება;
* ფინანსური ანგარიშგების მომზადება და რეპორტინგი ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
* ბიუჯეტირება, ფინანსური კონტროლი და ფულადი სახსრების მართვა;
* დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
* შესყიდვების, მარაგების და ინვენტარიზაციის მართვა;
* საგადასახადო აუდიტში მონაწილეობა და რეკომენდაციების განხორციელება;
* ბანკებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა;
* ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია და მოდერნიზაცია;
* ფინანსური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და პროცედურების დახვეწა;
* დაქვემდებარებული გუნდის მართვა და პროფესიული განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება;
* ფინანსური ანალიტიკის, მოდელირებისა და რეპორტინგის მიმართულებით გამოცდილება;
* უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
* IFRS სტანდარტების ცოდნა;
* Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
* სამუშაო დონეზე ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
* სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* საკვალიფიკაციო პროგრამის (ACCA, CFA, CPA) სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
* Power BI-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

* ანალიტიკური აზროვნება;
* დროის ეფექტური მართვის უნარი;
* ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
* გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი;
* თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

* კონკურენტულ ანაზღაურებას;
* განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn-ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ შპს "რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Index | Wealth Management

ანაზღაურება


7,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო