სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცერი

"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინბიურო" აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრის პოზიციაზე.

ლოკაცია: მარნეული
ფიქსირებული ხელფასი: 800-1000 ლარი + საბონუსე სისტემა.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-15:00; (თვის ჭრილში I-2 შაბათი დასვენება)

სამუშაოს აღწერა:

* სასესხო ვალდებულებების მქონე მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით.
* პორტფელის დამუშავება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* უმაღლესი განათლება;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook).

ჩვენ გთავაზობთ:

* განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
* კონკურენტულ საბონუსე სისტემას.

კომპეტენციები და უნარები:

* ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
* სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცერი - მარნეული", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შიდა მონიტორინგის სპეციალისტი
ფინბიურო
1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მძღოლი
ფინბიურო
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბიზნეს დაკრედიტების ოფიცერი
ლენდაფი
800₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

საკრედიტო ექსპერტი
Caucasus Credit
2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ფინბიურო

ანაზღაურება


800₾ -1,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო