ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "კონტაქტ ჰოუმის" სათავო ოფისში ვეძებთ ბუღალტერს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

* სამუშაო ადგილი: საბურთალო, ო.ონიაშვილის №2;
* სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
* ანაზღაურება: 1400 ₾;
* ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
* Fitpass;
* წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
* კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

* სააღრიცხვო პროგრამა 1C-ში ბუღალტრული გატარებების წარმოება;
* ადგილობრივი შესყიდვებისა და იმპორტის გატარება ზედნადები ხარჯის გადანაწილება;
* ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებთან (RS.ge) მუშაობა;
* საწყობის გატარებების კონტროლი;
* პროდუქციის ნომენკლატურის რეგისტრაცია;
* კონტრაგენტებთან შედარება;
* რეალიზებული პროდუქციის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების, ზედნადებების შენახვა- დაარქივება;
* საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება და რეპორტინგი

ჩვენს გუნდში ვეძებთ ბუღალტერს, რომელსაც აქვს:

* პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
* 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
* მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
* სასაუბრო დონეზე თურქული/რუსული უცხო ენის ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected] რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 ოქტომბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი)

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტერი
ზებრა გრუპი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
თანასწორობის მოძრაობა
100207799₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
მომ გრუპი
1300₾-1800₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
ართვინ ჯორჯია
2500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
ნეოფარმი+
1000₾-1700₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
კლინტექი
2500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


კონტაქტჰოუმი

დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო