ფინანსების მენეჯერი

"Index | Wealth Management" არის 15 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიათა ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც ქართულ ბაზარზე განსხვავებული ხედვითა და სტრატეგიით გამოირჩევა.

პოზიცია: ფინანსების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქუჩა 28
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით)
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: საბაზრო პირობების და გამოცდილების შესაბამისად, მინ: 3500 (Netto) ლარი თვეში
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

მიზანი: ჯგუფის ზრდის კვალობაზე ვგეგმავთ ჯგუფის ფინანსური ფუნქციის რეორგანიზაციას, რომელიც მოიცავს:

* მის კონცენტრაციას ერთი მმართველი კომპანიის ფარგლებში;
* ფინანსური ფუნქციის ამოცანების გადააზრებას, შესაბამისი პროცედურების და კონტროლების შემუშავებას და დანერგვას;
* ფინანსური პროცესების ავტომატიზაციას და მოდერნიზაციას; შესაბამისი სისტემის (მინი ი-არ-პი-ს Mini ERP) შერჩევას და დანერგვას.

ძირითადი მოვალეობები:

ფინანსური მენეჯერი იმუშავებს ჯგუფის ზედა რგოლის მენეჯმენტის ხელმძღვანელობით და მათი პროცესში უშუალო და აქტიური ჩართულობის პირობებში. მისი ძირითადი ფუნქციები დაფარავს შემდეგ არეებს:

* ფინანსური აღრიცხვა (ბუღალტერია) IFRS-ების შესაბამისად;
* საგადასახადო აღრიცხვა და რეპორტინგი;
* მენეჯმენტის (შიდა) რეპორტინგი და ფინანსური ანალიზი;
* გარე რეპორტინგი (ფინანსური ანგარიშგების მომზადება საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად);
* ბიუჯეტირება, საბიუჯეტო კონტროლი და ფულადი ნაკადების, აგრეთვე სამუშაო კაპიტალის (დებიტორები, კრედიტორები, მარაგები) მართვა;
* ბანკებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა;
* დაქვემდებარებული გუნდის მართვა და პროფესიული განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* ფინანსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
* უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
* IFRS და საგადასახადო რეგულირების საფუძვლების ცოდნა;
* Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
* სამუშაო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა;
* სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* საკვალიფიკაციო პროგრამის (ACCA, CFA, CPA) სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
* Power BI-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

* ანალიტიკური აზროვნება;
* დროის ეფექტური მართვის უნარი;
* ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
* გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი;
* თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

* კონკურენტულ ანაზღაურებას;
* განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ შპს "რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მენეჯერი
მადარტი
2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
ბიესი
1700₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ფინანსური მენეჯერი
თანასწორობის მოძრაობა
100259749₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ფინანსური მენეჯერი
ალგანი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
ოქსონ სოლუშენსი
1500₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


Index | Wealth Management

ანაზღაურება


3,500₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო