KFC აცხადებს ვაკანსიას: გუნდის წევრი (მოლარე ან მზარეული) - ნატახტარი, ახალი ფილიალი
KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 72014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 18 ბრწყინვალე რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!
სამუშაო პირობები:
* ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ხელფასი+ბონუსი)
* ბონუსები შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით;
* სრული ან ნახევარი განაკვეთი (მცოცავი გრაფიკი თქვენი სურვილისამებრ);
* სტუდენტებზე ხელშეწყობა ცხრილში;
* განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მასშტაბურ საერთაშორისო კომპანიაში
ბენეფიტები:
* დაზღვევა;
* საღამოს ცვლაში კორპორაციული ტაქსით სარგებლობა;
* კვებაზე ფასდაკლება;
* ფიტპასი (სურვილის შემთხვევაში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* მინიმუმ საშუალო განათლება;
* ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა.
ფუნქცია/მოვალეობები:
1. მზარეული:
* კერძების მომზადება;
* სტანდარტების დაცვა;
* სისუფთავის დაცვა რესტორანში.
2. მოლარე:
* სტუმრების მომსახურება;
* ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
* სტანდარტების დაცვა;
* სისუფთავის დაცვა რესტორანში
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი СV ელფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება
გისურვებთ წარმატებებს! |