ბუღალტერი, ბუღალტრის დამხმარე

წარმოების ზრდიდან გამომდინარე შპს "საბუდარა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარისა და ბუღალტრის პოზიციაზე.

მეფრინველების სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს საბუდარა/ქართული ფრიველი 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრიველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით. საბუდარა 2023 წლის მონაცემებით არის წიწილისა და საინკუბაციო კვერცხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოდან.

თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოტივირებული პიროვენება და გაქვს სურვილი - ჩვენთან ერთად შექმნა შენი განვითარების ისტორია, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი ბუღალტრის პოზიციაზე!

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1 500 ლარიდან 2 500 ლარამდე (კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე);
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3

ფუნქცია მოვალეობები:

(ჩამოთვლილი ფუნქცია მოვალეობები გაიმიჯნება რამდენიმე დასაქმებულს შორის)
* კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
* ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
* შესყიდვებთან და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე / RS პორტალზე მუშაობა, ;
* დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/ კრედიტორებთან;
* სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
* საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა.
* ყოველთვიური დეკლარაციების შევსების პროცესში მონაწილეობა;
* სალარო ნაშთების კონტროლი;
* სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა;
* კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
* კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
* აუცილებელია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის ფლობა;
* სასურველია მუშაობის გამოცდილება წარმოების სფეროში;
* სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.
* აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა.

უნარები:

* მოტივირებული;
* მოწესრიგებულობა.
* პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
* კომუნიკაბელური, ენერგიული.
* ორგანიზებული;

ჩვენ გთავაზობთ:

* კარიერულ განვითარებას;
* კომფორტულ სამუშაო გარემოს;
* კვებას;
* სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას (სურვილისა და ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში კომპანია ხელს შეუწყობს დასაქმებულს გადამზადებას);

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, დავით აღმაშენებლის ქუჩა 2, 2 კილომეტრი (ყოფილი ზოოვეტ ინტიტუტის მოპირდაპირე მხარეს) Facebook გვერდზე (FB საბუდარა.Sabudara) დართული გვაქვს რუკაც თვალსაჩინოებისთვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დამხმარე ბუღალტერი
კომპანია
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

დამხმარე ბუღალტერი
სხივი+
1400₾-1600₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტრის დამხმარე
მისტერ მასტერი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
ოქსონ სოლუშენსი
1500₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორი
GFC Consulting
800₾-1000₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

მთავარი ბუღალტერი
ალგი აუდიტი
3000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


საბუდარა

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო