ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსური მიმართულებით

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური მიმართულებით.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) დაარსდა 2012 წელს და წარმოადგენს ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე მემარცხენე ორგანიზაციას. ამ დროიდან მოყოლებული, ორგანიზაცია მუშაობს მარგინალიზებული და დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებების დაცვის, სამართალდამცავი ორგანოების სისტემური რეფორმების, სტრუქტურული ძალადობის და სოციალური ჩაგვრის საკითხებზე. სამუშაო პროცესში იყენებს კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირების და ცნობიერების ამაღლების ინსტრუმენტებს.

ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: https://socialjustice.org.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

* ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება/შენახვა/დახარისხება;
* დონორ ორგანიზაციებთან პროექტის ფინანსური ანგარიშგებისთვის წარსადგენი პირველადი დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად მომზადება/დახარისხება.

საჭირო კვალიფიკაცია:

* უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით (შესაძლოა განვიხილოთ მონათესავე პროფესიის მქონე პირიც);
* ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (შესაძლოა განვიხილოთ მე-3-კურსის სტუდენტიც).

უნარ-ჩვევები:

* სამუშაო პროცესის სათანადო დაგეგმარება და ორგანიზება;
* კოლექტიური მუშაობა.

პროფესიული და სპეციფიური მოთხოვნები/უნარები:

* ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
* EXCEL-ის და WORD-ის ცოდნა სავალდებულოა.

ანაზღაურება: სტაჟიორის ჰონორარი შეადგენს 650 (დარიცხული);
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე, 6 თვემდე გაგრძელების პერსპექტივით;
სამუშაო განაკვეთი: არასრული, ჰიბრიდული (კვირაში ოთხი სამუშაო დღე).

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

* შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
* უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected].

გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ - სტაჟირება ფინანსურ გუნდში.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და გასაუბრების საფუძველზე; საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დამატებით იყოს კონკრეტული დავალების შესრულება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.

მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ელ-ფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: https://socialjustice.org.ge
FB: socialjustice.org.ge

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უმცროსი ბუღალტერი
დეგუსტო
900₾ თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

დღის ცვლის მოლარე-ოპერატორი
სონო კრედიტ
1200₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მოლარე-ოპერატორი
სონო კრედიტ
1200₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

24-საათიანი მოლარე-ოპერატორი
სონო კრედიტ
1200₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


სოციალური სამართლიანობის ცენტრი

დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო