ფინანსური აღრიცხვის უმცროსი სპეციალისტი

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (ყოფილი EMC) დაარსდა 2012 წელს და წარმოადგენს ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე მემარცხენე ორგანიზაციას. ამ დროიდან მოყოლებული, ორგანიზაცია მუშაობს მარგინალიზებული და დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებების დაცვის, სამართალდამცავი ორგანოების სისტემური რეფორმების, სტრუქტურული ძალადობის და სოციალური ჩაგვრის საკითხებზე. სამუშაო პროცესში იყენებს კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირების და ცნობიერების ამაღლების ინსტრუმენტებს.

ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: https://socialjustice.org.ge/

ფინანსური აღრიცხვის უმცროსი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები:

* ფინანსური აღრიცხვის უმცროსი სპეციალისტი უზრუნველყოფს ორგანიზაციის საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაციის დროულ და სათანადო მომზადებას და სისტემატიურ აღწერას შესაბამის ბაზებში. პასუხისმგებელია ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვასა და მონიტორინგზე.

მისი ძირითადი მოვალეობებია:

* ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება/შენახვა/დახარისხება;
* დონორ ორგანიზაციებთან პროექტის ფინანსური ანგარიშგებისთვის წარსადგენი პირველადი დოკუმენტაციის მომზადება/სისწორის კონტროლი;
* საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და გაფორმება;
* მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვა და მონიტორინგი;
* გამყიდველის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი და დადასტურება;

საჭირო კვალიფიკაცია:

* უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
* პროფესიით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

* ანალიტიკური აზროვნება;
* სამუშაო პროცესის სათანადო დაგეგმარება და ორგანიზება;
* პროაქტიული ხედვები და ინიციატივები;
* პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
* სტრესის მართვა;
* კოლექტიური მუშაობა.
* პროფესიული და სპეციფიური მოთხოვნები/უნარები
* ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
* საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა;
* ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
* EXCEL პროფესიულ დონეზე ცოდნა.

პირობები:

* სახელფასო განაკვეთი: 1550 ლ (დარიცხული ხელფასი);
* ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი;
* ადგილი: თბილისი;
* სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (საოფისე/დისტანციური);
* ხელმძღვანელი: ფინანსური მენეჯერი.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

* შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
* უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected];

გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ - ფინანსური აღრიცხვის უმცროსი სპეციალისტი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და გასაუბრების საფუძველზე; საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დამატებით იყოს კონკრეტული დავალების შესრულება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.

მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ელ-ფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: https://socialjustice.org.ge
FB: socialjustice.org.ge

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უმცროსი ბუღალტერი
დეგუსტო
900₾ თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

უფროსი აუდიტორი
STREAM
2500₾-3500₾ თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

უმცროსი ბუღალტერი
ბენეფიკა
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ფინანსური განყოფილების უფროსი
Index | Wealth Management
7000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ფინანსური მენეჯერი
ალგანი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


სოციალური სამართლიანობის ცენტრი

დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო