შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ლოკაცია: საბურთალო - ალ.ყაზბეგის N3 "ა"; წყნეთი - რუსთაველის ქუჩა N3;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების სფეროში მინ. 3 თვე
ფოტოსურათი: აუცილებელია
ანაზღაურება: ფიქსირებული - 700 ლარი, ბონუსი - 200-400 ლარამდე
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, თვეში 14 სამუშაო დღე

ფუნქცია - მოვალეობები:

* მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა;
* მაღაზიის დარბაზში პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
* წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი.

ჩვენ გთავაზობთ:

* კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
* ანაზღაურებად სტაჟირებას;
* 10 %-იან ფასდაკლებას ჩვენს უგემრიელეს ხორცპროდუქტზე;
* კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 28 31 83

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კონსულტანტი
ოა
1000₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კონსულტანტი
მფრინავი მღებავი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

კონსულტანტი
დრესაპ ჯგუფი
1300₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

კონსულტანტი
თამოსკინი
800₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

კონსულტანტი
გუდვილი
850₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

კონსულტანტი
მოდური ბუტიკი
6₾-5008₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

კომპანია


ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე

ანაზღაურება


700₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო