სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ფოთში.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი: სრული
დარიცხული (Gross) საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების შესაბამისად
ძირითადი სამუშაო მოვალეობებია:
* სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებსა და მცირე (Micro & SME) ორგანიზაციებთან;
* კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტივობების ასახვა CRM სისტემაში;
* კლიენტების მოძიება/მოზიდვა საკუთარი ინიციატივითა და არხებით;
* გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;
ჩვენი მოთხოვნებია:
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი;
* სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
* ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით;
* სასურველია უცხო ენის ცოდნა;
* სასურველია Microsoft Office-ის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
* დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს;
* ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას;
* სწრაფ პროფესიულ ზრდას;
* საინტერესო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს;
* პირად სამუშაო ინვენტარს;
* კორპორაციულ ტელეფონის ნომერს;
* სამგზავრო ბარათს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი - ფოთი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/ |