ოპერატორი

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, რომელიც სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს https://www.gsn.ge

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ფილიალის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: რუსთავი, კოსტავას ქ. №31

პოზიციის დანიშნულება: მომხმარებელთა მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების დაცვით

ჩვენ გთავაზობთ:

* პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას
* მეგობრულ სამუშაო გარემოს
* ჯანმრთელობის დაზღვევას
* ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (ასევე დამატებით მოქმედებს გაყიდვებიდან მაღალი საბონუსე სისტემა)

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

* კომპანიის მომსახურებების /პროდუქტების გაყიდვების ზრდა
* კომპანიის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება
* გაყიდვებთან და სალარო აპარატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, როგორც პროგრამული, ასევე მატერიალური სახით
* სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ დასაქმებულს უნდა შეეძლოს საკონტროლო სალარო აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება, პროგრამაში (ERP) გაყიდული პროდუქტის ასახვა და თვეში ერთხელ ნაშთების აღრიცხვა (ინვენტარიზაცია).

აუცილებელი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება
* მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში
* კომპიუტერული პროგრამები: MS Office
* რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. რუსულთან ერთად ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
* სასურველია კანდიდატს გააჩნდეს ERP-ში ან მსგავს პროგრამულ უზრუნველყოფებში (გაყიდვების, ბუღალტერიის, საწყობის მართვის) მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 17 სექტემბრის ჩათვლით 18:00 სთ-მდე მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოპერატორი
დემეს ჯორჯია
600₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

ოპერატორი
ახალი ხედვა
1200₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

ოპერატორი
კომპანია ორბიტა
1200₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

ოპერატორი
კანტი
290021100₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ოპერატორი
სტანდარტი +
900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ოპერატორი
ზახარი
900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ჯიესენი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო