მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

"ბენე კომფორტი" დაარსდა 2020 წელს და უკვე მეოთხე წელია ემსახურება 35-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 4000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე.
ჩვენი კომპანიის მთავარ ძალას წარმოადგენს გუნდი, რომელიც ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე.

კომპანია "ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

* Facebook-ის ინბოქსის და ჯგუფების კონტროლი, მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვით;
* Facebook-ის ინბოქსის და ჯგუფებიდან შემოსული კორპუსების პრობლემების რეპორტი;
* მენეჯერებთან მუდმივი კომუნიკაცია, ადმინისტრაციულ ნაწილში დახმარება, დავალიანებების გადაგზავნა/ამობეჭდვა;
* თვის განმავლობაში კორპუსებში შესრულებული სამუშაოების რეპორტის მომზადება და ხარჯთაღრიცხვის განთავსება ჯგუფებში;
* ადგილზე მოსული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაცემა (ზოგადი ინფორმაცია);
* საინფორმაციო sms შეტყობინებების გაგზავნა შესაბამისი პლატფორმიდან (საჭიროებისამებრ);
* კორპუსის ბაზის აწყობა (excel) და მომზადება რეგისტრაციისთვის.

კომპეტენციები:

* წერითი კომუნიკაციის უნარი;
* სასურველია წერითი კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (წერა/საუბარი);
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

* გრაფიკი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კვირაში 5 სამუშაო დღე.
* ანაზღაურება: 1000 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected], გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი".

კომპანია "ბენე კომფორტში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ბენე კომფორტი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო